ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო ალკოჰოლური სასმელების შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს საქართველოს მოქალაქეები არმენ გასპარიანი და ვაგან აგაჯანოვი, რომლებმაც სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა დასახელების რამდენიმე ათეული ბოთლი სომხური წარმოების უაქციზო კონიაკი მალულად შემოიტანეს, რითაც სახე ლმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლი კოდექსის 200-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.