საპარლამენტო უმრავლესობის წევფრი ლუკა კურტანიძე კაცთა უფლებების მდგომარეობით დაინტერესდა.
პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატმა შესაბამისი კითხვა უჩა ნანუაშვილს დაუსვა.
,,ჩვენ ვლაპარაკობთ უმცირესობების უფლებების დაცვაზე, სექსუალური უმცირესობების დაცვაზე, მაგრამ კაცთა უფლებაზე ვინ უნდა იზრუნოს?! ამ ქვეყანაში კაცთა უფლება იქნება თუ არა დაცული მთელი თავისი შინაარსით?", – მიმართა სახალხო დამცველს დეპუტატმა.