საგამოცდო პროცესიდან კიდევ ერთი აბიტურიენტი მოიხსნა. როგორც ჟურნალისტებთან გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა მან ელექტრომოწყობილობა შეიტანა გამოცდაზე და საგამოცდო ტესტების გადაღება მოახერხა, რის გამოც პროცესიდან მოიხსნა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საგამოცდო ცენტრებში 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა მეორე ნაკადის გამოცდა მიმდინარეობს.
აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირველ ნაკადში რეგისტრირებული იყო 9 583 აბიტურიენტი, მათგან 305 გამოცდაზე არ გამოცხადდა, სამმა აბიტურიენტმა დაიგვიანა, ერთი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტი კი გამოცდიდან მოიხსნა.