მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში, საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში გარემოს დაცვის სამინისტროს მთავარმა სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით ხანმოკლე წვიმა შენარჩუნდება, მოსალოდნელია სეტყვაც.
,,საქართველოში არამდგრადი ამინდის პირობები შენარჩუნდება. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვასაც”, _განაცხადა დოდო გვაზავამ.
მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოში ჰაერი 24-28 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი, დღის მაქსიმალური ტემპერატურა 32-36 გრადუსამდე შენარჩუნდება.
დედაქალაქშიც ასევე, მომდევნო დღეების განმავლობაში, სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ, ჰაერი კი 31-36 გრადუსამდე მოიმატებს.