ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ გირგვლიანის ოჯახის სარჩელის საჯარო განხილვა გაიმართა.
მოსარჩელეები - ირინა ენუქიძე (სანდრო გირგვლიანის დედა, რომელიც სარჩელის წარდგენის შემდეგ, 2007 წლის აგვისტოში გარდაიცვალა) და გურამ გირგვლიანი (მამა) - ამტკიცებენ, რომ საქმეში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება); მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა); მე-6 მუხლი (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-13 მუხლია (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) დარღვეული.
"მოსარჩელეები მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოსთვის 300 ათასი ევროს გადახდნას მოითხოვენ" - ამის შესახებ რადიო "თავისუფლება" იუწყება.
ევროპის სასამართლოს განცხადებით, გადაწყვეტილება "მოგვიანებით" იქნება მიღებული.