დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაივლიან. პირველი ნაკადის რეგისტრაცია დილის 8 საათზე დაუწყო, გამოცდა კი 9-ზე.
საქართველოს 11 ქალაქში 19 საგამოცდო ცენტრი მოქმედებს, ყველა მათგანი აღჭურვილია ვიდეო თვალით, ასევე საათებით, ადგილეზე იქნება მობილიზებული სასწრაფო სამედიციო დამხარების ჯგუფები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
აბიტურიენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა და საგამოცდო ბარათი. ასევე შეუძლიათ შეიტანონ წყალი. წელს 38 ათას 700-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული. მათ შორის არიან მსჯავრდებულები. გამოცდები 22 ივლისს დასრულდება.