საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 5 ნაგავმზიდი ავტომანქანა და 500 ცალი ნარჩენების შესაგროვებელი რკინის ურნები გადასცა. აღნიშნული ტექნიკა შავი ზღვის სანაპირო-საკურორტო ზოლს-ურეკს, შეკვეთილს, გრიგოლეთს, ბახმაროს და მიმდებარე სოფლებს მოემსახურება. მანქანების შეძენა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მთავრობის განკარგულების საფუძველზე მოხდა. მანქანებისა და ურნების გადაცემის პროცესს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი, გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გია სალუქვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.