Biletebi.ge გულშემტკივრებს რომელთაც ტრანზაქციის დროს თანხა ჩამოეჭრათ, მაგრამ ბილეთი, ვერ მიიღეს თანხას დაუბრუნებს. როგორც Biletebi.ge-ში განმარტავენ ამისთვის მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები და თანხის დაბრუნების შესახებ ინფორმაციას გულშემატკივრები ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ Biletebi.ge-მ UEFA-ს სუპერთასის თამაშზე დასასწრებად მხოლოდ 1 500 ბილეთის გაყიდვა მოახერხა, რადგან მთელი დღის განმავლობაში საიტი შეფერხებით მუშაობდა. საბოლოოდ კი უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სიტყვიერი შეთანხმების შედეგად ბილეთების გაყიდვაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ფედერაციამ აიღო და სუპერთასზე დასასწრები ბილეთები სალაროებში გაიყიდება.