თბილისში, ვანის ქუჩაზე მდებარე ესენციების საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს” თბილისის სამაშველო სამსახურში განუცხადეს ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.