რესპოდენტის შესახებ
,,ისლამურმა სახელმწიფომ” კავკასიაში საკუთარი პროვინცია, ე.წ. ვილაიათი შექმნა. ამის შესახებ, ტერორისტული დაჯგუფების პრეს-მდივანმა აბუ მუჰამედ ალ ადანიმ განაცხადა. კავკასიის ვილაიათი დაღესტანს, ჩეჩნეთს, ინგუშეთს, ყაბარდო-ბალყარეთსა და ყარაჩაევო-ჩერქეზეთს აერთიანებს. ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში მოქმედმა ამბოხებულთა დაჯგუფების ლიდერებმა აბუ ბაქრ ალ ბაღდადის ერთგულების ფიცი უკვე დადეს. “ისლამურ სახელმწიფოს” ერთგულება შეჰფიცა “კავკასიის იმარატმაც,” რომელიც რუსეთში “ალ-ქაიდას” ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლებოდა. კონკრეტულად რატომ გააქტიურდა რადიკალური ისლამი კავკასიაში, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნეს უახლოეს პერიოდში საქრათველო და რა ტაქტიკით უნდა იმოქმედოს ჩვენმა ხელისუფლებამ საფრთხის მინიმალიზაციისთვის? ,,ჯი-ეიჩ-ენი” ექსპერტს კავკასიის საკითხებში მაუკა არეშიძეს ესაუბრა.
_ ბატონო მამუკა, რას ფიქრობთ, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ჩრდილო კავკასია?
_ არსად წერია, რომ ისლამისტებმა საკუთარი პროვინცია, ე.წ. ვილაიათი მხოლოდ ჩრდილო კავკასიაში შექმნეს. მილოცვაში, თუ ბრძანებაში, რომელიც მათი ხელმძღვანელებისგან გავრცელდა, ყველგან წერია სიტყვა კავკასია. აქედან გამომდინარე ჩათვალეთ, რომ ,,ვილაიათი კავკასია” არის მთლიანი კავკასიის რეგიონი.
_ საფრთხე გაცილებით უფრო მასშტაბურია?
_საფრთხე ისედაც დიდი იყო, ახლა მით უმეტეს, გაიზარდა, რადგან ჩემი ინფორმაციით, ამ ოფიციალურ ბრძანებას, თუ მილოცვას მოჰყვა, არაოფიციალური მიმართვა ხელმძრვანელობისგან, რომ სირიაში და ერაყში ადგილობრივი ბოევიკების თუ ისალამისტების წასვლა საჭირო აღარაა, ჯობია დარჩნენ ადგილზე და გააგრძელონ ის საქმიანობა, რასაც ერაყსა და სირიაში ეწევიან ისლამური სახელმწიფოს მეომრები.
_ რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს უახლოეს პერიოდში უშუალოდ საქართველო?
_ შეიძლება ამ წუთში საფრთხე საქართველოს წინაშე არ დგას, მაგრამ თქვენი მეშვეობით მკითხველს მინდა ერთი რამ შევახსენო: 15 წლის წინ, როცა პირველად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ რადიკალურმა ისლამმა შემოუტია კავკასიას და მათ შორის საქართველოს ლაპარაკი იყო მხოლოდ პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესებზე, ახლა უკვე საუბარია პანკისის გარდა, ქვემო ქართლსა და აჭარაზე. ამ ყველაფერს რაც ხდება თუ წავუყრუებთ, ზეგ მაშინ საუბარი იქნება საქართველოს სხვა რეგიონებზეც. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ კახეთზეც იყო საუბარი, პანკისიც კახეთია, მაგრამ დანარჩენ კახეთზეც უკვე საუბარი დაიწყო. რახან უკვე შეიქმნა კავკასიის ვილაიათი, არ ვიცით ცენტრისგან ისინი რა ბრძანებას მიიღბენ. ჩვენ უნდა ველოდოთ უარესს, ანუ იმის განმეორებას, რაც დანარჩენ მსოფლიოში ხდება. მოგეხსენებათ, როცა კავკასიის ვილაიათის შექმნის შესახებ გახდა ცნობილი, ზუსტად იმ დღეს, მსოფლიოს სამ სხვადასხვა ქვეყანაში - საფრაგეთში, ტუნისსა და ქუვეითში ისმალისტებმა სხვადასხვა ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ერთ დღეს მარტო 90 ადამიანი დაიღუპა. ასე რომ, არ ვიცით რა ბრძანებას მიიღებენ კავკასიაში დარჩენილი ისლამისტები. ასევე, გასათვალისწინებელია შემდეგ საკითხები: უნდა შეიქმნას რელიგიის შესახებ კანონი, უნდა შეიქმნას მუსლიმანური საგანმანათლებო სისტემა, რომელიც ტრადიციული ისლამის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, ასევე რეგიონებში უნდა შეიცვალოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რადგან სოციალური სიდუხჭირე ხელს უწყობს ახალგაზრდების წასვლას რადიკალურ ისლამისტრ დაჯგუფებებში.
_ რას ურჩევთ ხელისუფლებას საფრთხის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, რა მიმართულებით უნდა გააქტიუროს მუშაობა?
_ პირველ რიგში, ოპერატიული მუშაობაა გასაძლიერებელი, სადაც შედის ინფორმაციის შეგროვება, ლიდერების გამოვლენა. ასევე, მნიშვნელოვანია რადიკალური ისლამისტების გადაადგილების შეზღუდვა. რაც შეეხება სტრატეგიული საქმიანობის კუთხით მუშაობის გაძლიერებას - აუცილებელია ქართველმა სპეცსამსახურება მჭიდო თანამშრომლობა დაიწყონ პროფესიონალებთან, ადამიანებთან ვიც იცნობენ ისლამისტურ იდეოლოგიას, საქართველოში მცხოვრები უმცირესობების მენტალიტეტს, წეს-ჩვეულებებს და ა.შ. მოკლედ სტრატეგიული თვალსაზრისით პროფესიონალების გამოყენებაა საჭირო. ასევე, საჭიროა ჩვენი მეზობელი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობა, პირველ რიგში, აზერბაიჯანთან.
-თუ განიხილავთ ამ მიმართულებით რუსეთთან თანამშრომლობას?
_ შესაძლებელია რუსეთთან თანამშრომლობაც, ოღონდ ჩვენს პარტნიორებთან ერთად.
_ ხელისუფლების ქმედებებიდან, განცხადებებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, აანალიზებენ იმ საფრთხეებს რის წინაშეც საქართველო შესაძლოა აღმოჩნდეს?
_ ხელისუფლებამ, ბოლო დროს, ამის გაანალიზება დაიწყო. ვერ გეტყვით, რომ ამ მიმართულებით მმართველი გუნდის ქმედება განსაკუთრებით ეფექტურია, თუმცა, ჩამოვთვლი რამდენიმე ნაბიჯს, რომელიც სწორად გადადგეს: კიბერბრძოლა, ანუ ინტერნეტსივრცეში ქართულენოვანი ისლამისტური საიტების დაბლოკვა. გარკვეული მუშაობის შედეგია ისიც, რომ ჩვენი მოქალქეების რიცხვი, რომელიც სირიასა და ერაყში მიდიოდნენ საბრძოლველად, შემცირდა. ასევე, გარკვეულწილად საინტერესო ოპერაცია ჩატარდა პანკისში იმ ადამიანების გამოსავლენად, ვისაც ახალგაზრები სირიაში საბრძოლველად მიჰყავდათ. ეს ყველაფერი შეიძლება კოსმეტიკური პროექტია და ბოლომდე არ ამოძირკულა რაც ამოსაძირკვი იყო, მაგრამ საჭირო ოპერცია ჩატარადა. ყველაფერი ის რაც ჩამოვთვალე, არის ნაწილი პრობლემასთან ბროლის, მაგრამ მხოლოდ ამ მეთოდებით პრობლემის ლიკვიდაცია შეუძლებელია.
_ როგორ ფიქრობთ, საქართველოში რადიკალური ისლამისტური საფრთხის გაძლიერება ნატროს საწვრთნელი ბაზის გახსნის შემდეგაა მოსალოდნელი?
_ეჭვი მეპარება, არა. ნატოს საწვრთნელი ბაზა მთავარი დარტყმის ობიექტი ვერ გახდება. სპარსეთის ყურის ყველა ქვეყანაში ბევრად უფრო სერიოზული ბაზებია განლაგებული და ჩვენთან არის მხოლოდ საწვრთნელი ბაზა. ჩვენ უნდა კარგად ვიცოდეთ რა არის რადიკალური ისლამისტების სპეციფიკა. მათი სამიზნეა ნაკლებად დაცული სამოქალაქო ობიექტი, ზუსტად იმისთვის, რომ ხალხი რაც შეიძლება დაშინდეს და საკუთარი ხელისუფლების იმედი გაუცრუვდეს. ეს არის მთავარი ამოცანა. მე ნატოს საწვრთნელ ბაზაზე თავდასხმას არ ვვარუდობ.
_ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის განცხადებით, რადიკაური ისლამი რუსეთში ფეხს ვერ მოიკიდებს, იზიარებთ მის პოზიციას?
_ მოკიდებული აქვთ უკვე ფეხი. ის ვინც დაინიშნა კავკასიის ვილაიათის ხელმძრღვანელად, არის წარმოშობით დაღესტნელი, მისი ნამდვილი გვარია სარალიევი. ეს კაცი კავკასიის იმარატის შემადგენლობაში იბრძვის დაახლოებით 7 წელია. თუ აქამადე იყო ეს ამბავი, ახლა რატომ გაუკვირდა კადიროვს. ნუ დაგავიწყდებათ გასული წლის ოქტომბერში გროზნოში მოხდა თავდასხმა ქალაქის სხვადასხვა ინფასრტქტურზე. ასე რომ, ეს არის მხოლოდ ნათქვამი და მეტი არაფერი.
,,ჯი-ეიჩ-ენი”, ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი