ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსამხურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოტანის ფაქტზე ბაღდათის რაიონის ტერიტორიაზე დააკავეს იური ლომიძე და კასიონ ჩიქვინიძე, რომლებმაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან გამოგზავნილი სომხეთის რესპუბლიკისათვის განკუთვნილი მაღალი ძაბვის სპილენძის სადენები „დაფის" მარკის ავტომობილით საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოიტანეს საქართველოში.
სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ კონტრაბანდული ტვირთის ღირებულება 25 000 ლარს აღემატებოდა, ამიტომ სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.