სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე დღეს რუსთავში მოსახლეობას შეხვდა.
მინისტრმა რუსთავის მოსახლეობას, ქალაქში მცხოვრებ დევნილებს და პრობაციონერებს უფასო იურიდიული დახმარების მომსახურების პირობები გააცნო.
ხათუნა კალმახელიძის და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის ირაკლი კობიძის განცხადებით, საზოგადოებრივი ადვოკატები და კონსულტანტები, მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, ყველა სახის სამართლებრივ კონსულტაციას უფასოდ გაუწევენ, დაეხმარებიან იურიდიული დოკუმენტების შედგენაში და სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო მომსახურებას უზრუნველყოფენ.
შეგახსენებთ, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის 11 ბიურო და 2 საკონსულტაციო ცენტრი თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და აჭარაში ფუნქციონირებს.