საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის საგამოძიებო ჯგუფისა და კახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლების მიერ, ერთობილვად გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დაკავებული იქნა თურქეთის სახელმწიფო ნომრით სატვირთო ავტომანქანა ,,მანი", რომლის მისაბმელზეც აღმოჩენილი იქნა თურქეთის სახელმწიფოში საექსპორტოდ გასაგზავნი უკანონოდ მოპოვებული 27 მ3 წიფლის ჯიშის სამასალე მერქანი.
ხე-ტყის უაკნონოდ გაჩეხვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლების, ყალბი საგადასახადო და სხვა ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ბრალდებით დაკავებული იქნა ქ. ახმეტაში მცხოვრები ზაზა გომელაური, ზვიად და ოლეგ ოთარაშვილები და ნუგზარ ბეჯანოვი.
ასევე, სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის ბრალდებით დაკავებულ იქნა კახეთის რეგიონალური სავაჭრო სამრეწველო პალატის ექსპერტი კახი გემაზაშვილი, სპეციალისტი თემურ მახათელაშვილი და პალატის უფროსი კონსტანტინე მახათელაშვილი, რომლებიც ყალბი სავაჭრო სამრეწველო პალატის ექსპერტიზის აქტებით, დახმარებას უწევდნენ ზემოხსენებულ პირებს უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ექსპორტში.
საქმეზე მიმიდნარეობს გამოძიება ჯგუფის სხვა დანარჩენი წევრების დადგენა დაკავების მიზნით.