უკრაინაში ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, "დედ ჰასანი" დააკავეს. ბოროტმოქმედი კიევის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინელმა სამართალდამცავებმა აიყვანეს.
დაკავების ოფიციალურ მიზეზად საზღვრის უკანონო გადაკვეთა და უკრაინაში არალეგალურად ყოფნა სახელდება, თუმცა არსებობს ვერსია, რომ "დედ ჰასანი" უკრაინაში სომხურ კრიმინალურ დაჯგუფებასთან არსებული დავის მოსაგვარებლად ჩავიდა.
უკრაინის კანონმდებლობის თანახმად "დედ ჰასანს" რუსეთში დეპორტირება ემუქრება.