დღეს, 27 აპრილს, 11:00 საათზე ზურა ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ "ჯაზუში" (იონა ვაკელის 18 ა, რესპუბლიკური საავადმყოფოს გვერდით) მოძრაობა "გადაარჩინე სიცოცხლის" ორგანიზებით გაიმართება ბრიფინგი.
ბრიფინგი მიეძღვნება 2010 წლის 13 მარტს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასული ე.წ. "მოდელირებული ქრონიკის" ნახვისას განვითარებული სტრესის შედეგად ადამიანის გარდაცვალების გარემოებებსა და აღნიშნულთან დაკავშირებულ დაღუპულის ოჯახის საჩივარს, რომელიც შეტანილ იქნება პროკურატურაში.