დღეს, 27 აპრილს, 12:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში საიას თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი და 2009 წლის 26 აპრილს გარდაცვლილი ნიკა გელაშვილის დედა, ნინო გელაშვილი ბრიფინგს გამართავენ.
საქმე ეხება 2009 წლის 26 აპრილს დატრიალებულ ტრაგედიას, როდესაც სანდრო ეულის ქუჩაზე რუსთავი 2-ის კუთვნილი შენობა ჩამოინგრა, რომელშიც ტელე-შოუს „ვარსკვლავების აკადებიის" მონაწილეები და რუსთავის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
გარდაიცვალა რუსთავი 2-ის 2 თანამშრომელი, მათ შორის იყო ნიკა გელაშვილი, რომლის ოჯახის ინტერესებსაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
სბრიფინგზე საია და დაზარალებულის ოჯახი პროკურატურას მიმართავენ.