კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თანხის გამოძალვის ფაქტზე დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: წარსულში ნასამართლევი, ტარიელ ბერიკაშვილი და გიგა ფურცხნავიძე, ჯგუფის სხვა წევრები: გაგა რობაქიძე, ვალერი კუპრაშვილი მამუკა რობაქიძე და თემურ კაშია, რომლებმაც მეწარმეს ქურდული სამყაროს სახელით სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარით გამოსძალეს 8000 ლარი.
დანაშაული ითვალისწინებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.