ხვალ, 27 აპრილს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა დაიწყება. ევროსასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს მხარეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ადეიშვილი წარმოადგენს.
საქმეში "ირინა ენუქიძე და გურამ გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" მოთხოვნილია ევროკონვენციის ოთხი მუხლის _ სიცოცხლის უფლების, სამართლიანი სასამართლოს უფლების, წამების აკრძალვისა და დაცვის ეფექტური ზომების უფლებების დარღვევის ფაქტების დარღვევად ცნობა და ადგილობრივ სამართალწარმოებაში საქმის ხელახალი გამოძიების დაწყება.
მოსარჩელე საქართველოს ხელისუფლებისგან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 300 000 ევროს მოითხოვს.