კახეთის დაცვის პოლიციის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე ზურაბ სიყმაშვიული დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამ ინფორმაციას რადიო "ჰერეთი" ავრცელებს. როგორც რადიო "ჰერეთისთვის" გახდა ცნობილი, სიყმაშვილის გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად, წარსულში მომხდარი ავტოავარია სახელდება.
შემთხვევა სიღნაღი-ბაკურციხის მაგისტრალზე მოხდა, რა დროსაც სიყმაშვილი საკუთარ ავტომობილს მთვრალი მართავდა, მან საჭის დამორჩილება ვეღარ უზრუნველყო და შემხვედრ ავტომობილს შეეჯახა. შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
"ჰერეთის" ინფორმაციით, მომხდარის მიუხედავად, ის რამდენიმე თვის განმავლობაში კვლავაც განაგრძობდა მუშაობას დაკავებულ თანამდებობაზე.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ სიყმაშვილი 2008-2009 წლებში კახეთის დაცვის პოლიციის სამმართველოს ხელძღვანელობდა. 2009 წლის შუა რიცხვებიდან კი აღნიშნული სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
მომხდართან დაკავშრებით დაცვის პოლიციაში კომენტარს არ აკეთებენ.