ხვალ, 27 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის წარმომადგენლები შვეიცარიაში გაემგზავრებიან, სადაც ციფრულ არქივაციასთან დაკავშირებით ჟენევის მე-8 ევროპულ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ.
კონფერენცია ჟენევაში, შვეიცარიის ფედერალურ არქივში, 28-30 აპრილს გაიმართება, რომლზე მხარეები საარქივო საქმისა და ციფრული ეპოქის ურთიერთქმედებას; საზოგადოებრივი ჩანაწერების არქივაციასა და ინფორმაციის გადაცემის საშუალებებს; ელექტრონულ არქივაციას და ონლაინ ხელმისაწვდომობას განიხილავენ.
ღონისძიებაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 150 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ეროვნული არქივი კონფერენციაზე თემით - "გამოწვევები საქართველოს ეროვნული არქივის დიგიტალიზაციის პროცესში და ჩანაწერთა მართვის სისტემის შესაძლებლობები" წარსდგება.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან - არქივების საერთაშორისო საბჭო (ICA) და შვეიცარიის ფედერალური არქივი (SFA).