საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხელისუფლებას სამთავრობო რესურსის უკანონოდ გამოყენებაში ადანაშაულებს. აღნიშნულ საკითხზე ერთმანეთს ხელისუფლების წარმომადგენელბი პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაძე და საიას ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი დაუპირისპირდნენ.
მათ შორის მწვავე კამათი დღეს, პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომაზე გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ინტერფრაქციული ჯგუფი პარლამენტში შექმნილია იმისათვის, რათა აკონტროლოს წინასაარჩევნო პროცესი, რომ არ მოხდეს კანონდარღვევები, მათ შორის, არ დაფიქსირდეს ხელისუფლების მხრიდან სამთავრობო რესურსის უკანონოდ გამოყენება.
თამარ ხიდაშელი აცახდებს, რომ ხელისუფლება სამათავრობო რესურსს უკანონოდ იყენებს და მაგალითისათვის დაასახელა ნაიცონალების სააგიტაციო ფურცელი, სადაც არის თბილისის მერიის ლოგო და წარწერა "მე მიყვარს თბილისი".
თამარ ხიდაშელის განმარტებით, აღნიშნული სააგიტაციო ფურცელი ნაციონალების მაჟორიტარების ერთ-ერთი კანდიდატის მხარდასაჭერად დარიგდა არჩევნების გამოცხადების შემდეგ. როგორც ხიდაშელი აღნიშნავს, ასეთი სააგიტაციო ფურცელი მიიტანეს "საიას" ოფისის ეზოში 15 აპრილს. თამარ ხიდაშელის განმარტებით, კი ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება იყენებს სათავრობო რესურს უკანონოდ და პასუხს ინტერფრაქციულ ჯგუფს სთხოვს.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ფურცელი დაბეჭდილია მარტში, ვიდრე არჩევნების თარიღი გამოცხადდებოდა და აღნიშნავს, რომ მათი დარიგებაც მარტშივე დასრულდა.
როგორც დღევანდელ სხდომაზე პავლე კუბალშვილმა განაცხადა, თუ რომელიმე ობიექტის აშენებასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების დადებითი შეფასება ადმინისტრაიცული რესურსის გამოყენებად ითვლება, იგივე ლოგიკით ოპოზიციის მიერ ბრიფინგს ჩატარება და ხელისუფლების ნეგატიურად შეფასება ასევე შეიძლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ჩაითვალოს, ამიტომ კუბლაშვილი "საიას" მოუწოდებს, რომ არ იყვნენ მიკერძოებულნი და "ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან".