სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩუქრად ორი, ძვირადღირებული ნაღმის მოსაძებნი ხელსაწყო გადასცა.
კერძოდ, გერმანული წარმოების ნაღმის მოსაძებნი ხელსაწყო სპეციალური ოპერაციების ცენტრის განაღმვის განყოფილებას გადაეცა.
როგორც სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, აქცია ერთჯერადი არ არის და მას სისტემატიური ხასიათი ექნება.