მოსკოველმა სამართალდამცავებმა ქართველი ბოროტმოქმედების ჯგუფი დააკავეს. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მათ ქალის ხელჩანთები, საფულეები და ოქროს ნივთები აღმოაჩნდათ. რუს სამართალდამცავთა ინფორმაციით ეს ის ნივთებია, რომელთა გაყიდვა ბოროტმოქმედებმა ვერ მოასწრეს.
სამართალდამცავები ეჭვობენ, რომ ამ ჯგუფს ბინების ძარცვა, სხვისი ქონების მიტაცება და ავტომობილების გატაცებები აქვთ ჩადენილი. 28 წლის პაპუნა ლ. 30 წლის კახაბერ შ. 25 წლის ლაშა კ. და 44 წლის ხვიჩა ხ. სპეციალური საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
ქართველების ჯგუფს ჩხრეკის შედეგად ასევე აღმოაჩნდათ გასაღებები და სხვა და სხვა სანტექნიკური იარაღები, რომელთა მეშვეობითაც, რუს სამართალდამცავთა განცხადებით, ისინი ბინებს ტეხდნენ. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე "ქურდობის" მუხლით. მიმდინარეობს გამოძიება.