სასაზღვრო პოლიციამ 26 უცხოელი დააკავა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოღწევას ცდილობდნენ. აქედან 16 ბანგლადეშის მოქალაქეა. ისინი საქართველოს გავლით თურქეთში აპირებდნენ გადასვლას.
მათთან ერთად დაკავებულია საქართველოს რვა და თურქეთის ერთი მოქალაქე, რომლებიც მათ თურქეთში გადასვლაში ეხმარებოდნენ. დაკავებულები თავდაპირველად საზღვრის დაცვის პოლიციაში მიიყვანეს. მათთვის ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ, თუმცა სასაზღვრო პოლიციამ ეს ფაქტი უკანონო მიგრაციის მცდელობად უკვე შეაფასა.