ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე დააკავეს ქ. რუსთავში მოქმედი შპს „მოდინახე 2008"-ის დირექტორი ვაჟია კურცხალია და შპს „პაკო ავტომოტივი"-ს წარმომადგენლები: კობა თოლორაია და გიორგი კვიჟინაძე, რომლებმაც საერთო ჯამში დაამზადეს და გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები და ქვითრები 70 000 ლარამდე ღირებულების სხვადასხვა საქონელზე, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მაიდგა.
აღსანიშნავია, რომ ვ. კურცხალიამ ყალბი დოკუმენტების დამზადებაში გარიგებული თანხის ნაწილი - 500 ლარი აიღო, კ. თოლორაიამ და გ. კვიჟინაძემ კი - 600 ლარი. სამივე ეჭვმიტანილი სამართლადამცველებმა ფაქტზე დააკავეს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც საერთო ჯამში ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.