საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტზე, დაკავებულ იქნა ძველი თბილისის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი ყველაშვილი, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება 'ჰეროინი. სამართალდამცავების განცხადებით, ყველაშვილს შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარების ფაქტიც.
აღნიშნულ საქმეზე გატარებული ასევე დაკავებულ იქნენ მალხაზ გასოიანი და დავით ოზმანიანი, რომელთა მიერ სისტემატურად ხდებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება '"ჰეროინი~-ს საქართველოში უკანონოდ შემომტანა და რეალიზაცია.
დაკავებული პოლიციელი აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსექცია. მოქმედი კანონმდებლობით პოლიციელის ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-14 წლამდე.