ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ავტომანქანა მეორე კლასის მოსწავლეს დაეჯახა.
შემთხვევა სამეგრელოში, სოფელ ეწერში ცოტა ხნის წინ მოხდა. 7 წლის ავთო ჭითანავა ადგილზე გარდაიცვალა. ის გზაზე დედასთან ერთად გადადიოდა.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ