სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, ქვეყანაში უსახლკარო პირების უფლებების დარღვევის პრობლემაზე საუბრობს. ამასთან დაკავშირებით განცხადება გიორგი ტუღუშმა დღეს, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშით წარდგენისას განაცხადა.
როგორც ტუღუშმა აღნიშნა უსახლკარო პირების დასაცავად ქვეყანაში არანაირი ღონისძიებები არ ტარდება. სახალხო დამცველი პრობლემად ასახელებს იმ ფაქტს, რომ უსახლკარო პირები ვერ ხვდებიან სოციალურად დაუცველ პირთა პროგრამაში და ისინი დახმარებების გარეშე რჩებიან. გარდა ამისა, გიორგი ტუღუში პრობლემად ასახელებს იმას, რომ მიუხედავად კანონმდებლობით არსებული ვალდებულებებისა, დღემდე არ არსებოსბს უსახლკარო პირების აღმრიცხველი საინფორმაციო ბაზა. სწორედ ამიტომ, იგი ხელისუფლებისგან ითხოვს, რეალური სურათის შექმნს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ თუკი მთავრობას არ ექნება რეალური სურათი ვერანაირი ქმედითი ღონისძიებები ვერ გატარდება.