სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ ერთ-ერთ ყევლაზე პრობლემატურ სფეროდ სასჯელაღსრულების სისტემა რჩება. ამის შესახებ განცხადება გიორგი ტუღუშმა დღეს პარალმენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.
როგორც გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების სისტემაში მთავარ პრობლემად ციხეების მკვეთრად გადატვირთულობა რჩება. რაც მისი თქმით, პატმართა დიდი რაოდენობითა და ინფრასტრქტურის უკმარისობით არის გამოწვეული. გარდა ამისა, როგორც ტუღუში აღნიშნავს სერიოზულ პრობლემად რჩება პატიმრებისათვის შესაბამისი სამეიდიცინო მომსახურეობის ხელმიუწვდომობა და ასევე ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირების ხანგრძლივ დროით დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებაც.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ეკა ხერხეულიძე სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართ გამოთქმულ შენიშვნებს მიუღებლად მიიჩნევს. როგორც იგი აღნიშნავს, ყველასთვის ცნობილია, რომ უნდა მოხდეს გეგუთის, ხონის და ზუგდიდის ციხეების გაუქმება და ისეთივე მაღალი დონის საპატიმრო დაწესებულებების აშენება, როგორიც რამდენიმე დღის წინ ქსნის ციხეში გაიხსნა. ამიტომ ხერხეულიძე სახალხო დამცველისგან ითხოვს, რომ მოხდეს სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან ალტერნატიული წინადადებების შემუშავება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს აღიშნული პროცესის დაჩქარება.