ლოტკინის დასახლებაში 52 წლის დავით ბარბაქაძე ცივი იარაღით მოკლეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში განუცხადეს, ინციდენტი წუხელ, გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილს დანით მრავლობითი ჭრილობები აქვთ მიყენებული.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჯერ არ დაუკავებით, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, საქმე გახსნილია და ეჭვმიტანილის ვინაობაც ცნობილია.