21 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დასაქმების კონურსში გამარჯვებულ პრობაციონერებს უმასპინძლა. იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე და მთვარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყარელიძე იმ პირობით მსჯავრდებულებს შეხვდნენ, რომლებიც სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში დასაქმდებიან.
კონკურსი პრობაციონერთა დასაქმების პროექტის ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილობა თხუთმეტმა პრობაციონერმა მიიღო. გამარჯვებულთაგან ყველაზე ახალგაზრდა _ 27 წლისაა, თუმცა ასაკობრივი შეზღუდვა კონსკურსზე არ ყოფილა, პროექტის ფარგლებში 46 წლის პრობაციონერიც დასაქმდა.
კონკურსში გამარჯვებული გიორგი გოროზია _ ნოტარიუსთა პალატაში, მიხეილ ქანთარია _ სამოქალაქო რეესტრში, ნოდარ არაბული კი _ საჯარო რეესტრში იმუშავებენ. მათი ხელფასი 300-იდან _ 500 ლარამდე იქნება. გიორგი ვაშაძემ და დავით საყვარელიძემ პირადად მიულოცეს მსჯავრდებულებს დასაქმება და მათ წარმატება უსურვეს.
პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების პროგრამას პროკურატურა აქტიურად ახორციელებს. მაგრამ ეს პირველი პერეცდენტია, როდესაც პრობაციონერები თავად იუსტიციის სამინისტროს უწყებებში დასაქმდებიან.