პირობით მსჯავრდებულები იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში დასაქმდებიან. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 21 აპრილს, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე და მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე იმ პირობით მსჯავრდებულებს შეხვდებიან, რომლებიც სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში დასაქმდებიან.
პირობით მსჯავრდებულებთან შეხვედრა პროკურატურის შენობაში ხვალ, 12:30 საათზე გაიმართება.