პარლამენტმა გაყალბებულ სასკოლო ატესტატებთან დაკავშირებით ამნისტიის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ კანონპროექტს დღეს პარალმენტმა კენჭი მესამე მოსმენით უყარა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ამნისტიის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის პროექტი ძალაშია შესული.
მიღებული გადაწყვეტილებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლებიან პირები, რომელთა დანაშაულიც 2003-2004 სასწავლო წლის ყალბი სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის შეძენას ან გამოყენებას უკავშირდება.
მთავრობის განმარტებით, აღნიშნული წლების განმავლობაში სასკოლკო ატესტატების გაყალბების შემთხვევებს მასიურად ჰქონდა ადგილი, რადგან სწორედ ამ დროს გახდა ცნობილი, რომ მისაღები გამოცდები ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმით ჩატარდებიოდა. აღსანიშნავია რომ აღნიშნული ამინისტია 500-მდე პირს შეეხება. თუმცა აღნიშნულ ატესტატს საზღვარგარეთ მოქმედებვის ძალა არ ექნება.