შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მაცხოვრის კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის გაქურდვაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ზუგდიდში მცხოვრები, 36 წლის დათიკო წურწუმია დააკავეს, რომელიც 2010 წლის 16 აპრილს, ზუგდიდში მდებარე, მაცხოვრის კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრიდან საღვდელთმთავრო ნივთების, ჯვრების და სხვა საეკლესიო ნივთების ქურდობაშია ეჭვმიტანილი.
მოპარული ნივთები აღმოჩენილია ზუგდიდში სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 177-ე მუხლით, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.