კერძო აღმასრულებლები საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში ჩაერთვებიან. ამ მიზნით იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში კერძო აღმასრულებელებს საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის ერთკვირიანი ტრენინგები უტარდებათ. ახალი პროგრამა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გასული წლის 1 იანვრიდან აამოქმედა. უახლოეს მომავალში იგეგმება კერძო აღმასრულებელთა ავტორიზაცია აღნიშნულ პროგრამაში.
ტრენინგის დროს მონაწილენი აქტიურად იქნებიან ჩართულნი სასწავლო პროცესში, პრაქტიკულ სავარჯიშოებში მიიღებენ მონაწილეობას და კურსის დასრულებისას, 26 აპრილს ჩააბარებენ გამოცდას, რომლის მიხედვითაც მიიღებენ ტრეინინგის გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატს