თსუ-ს მე-5 კორპუსის მე-3 სართულიდან გადმოვარდნილი სტუდენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სასწრაფო სამედიცინო სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს.
"დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის შემიძლია გითხრათ, რომ გადაყვანის მომენტში პაციენტი ცოცხალი იყო", - აცხადებენ სასწრაფო დახმარების პრეს-სამსახურში.
ამასთან, როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, სტუდენტს ამ წუთებში პირველად სამედიცინო დახმარების პროცედურები უტარდება და მისი ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებული ჰუმანიტარული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია.