კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა გურჯაანის რაიონში, წუხელ მოხდა. სამარშრუტო ტაქსი 57 წლის ადგილობრივ მცხოვრებ ბიძინა აბულაძეს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების განცხადებით, სამარშრუტო ტაქსი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.