ENG / RUS       12+

რომან გოცირიძე: ხელისუფლებამ ლარის გაჯანსაღების გეგმა ვერ შეიმუშავა

რესპოდენტის შესახებ

ლარმა მცოცავი გაუფასურება კვლავ განაგრძო. ხელისუფლება მხოლოდ მკვეთრ ცვლილებაზე გამოფხიზლდება ხოლმე, თანდათანობით ვარდნას კი „ვერ ამჩნევს“. არა და, პარასკევს ერთი დოლარი უკვე 2,26 ლარი ღირდა. რატომ არ გამათლდა მთავრობისა და ეროვნული ბანკის იმედები ლარის დასტაბილურების შესახებ. რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ. ამის დასაზუსტებლა GHN-მა კომენტარი სთხოვა ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს.

-ბატონო რომან, მთავრობამ ახლახან საპარლამენტო მოსმენაზე სავალუტო კრიზისიდან გამოსვლის გეგმა წარადგინა. როგორ მიდის მისი შესრულება და რატომ ვერ ახდენს გავლენას იგი ლარის სტაბილიზებაზე?
მთავრობას რაიმე გეგმა ამ მიმართულებით არ აქვს შემუშავებული. ეს იყო მინისტრების კერძო მოსაზრებები და არა მთავრობის რაიმე სამოქმედო დოკუმენტი. პირიქით, მაშინ ითქვა, რომ არავითარი ანტიკრიზისული გეგმა არაა საჭირო, რადგან კრიზისი არ არსებობს. თავიდან, მართლაც იყო განწყობილება მსგავცი დოკუმენტის შექმნისა. ეს სავალუტო ფონდიდ მისიის რეკომენდაციების შემდეგ შეიმჩნეოდა, მაგრამ მერე თვითდამშვიდებას მიეცნენ. ახლაც რაღაც საბიუჯეტო წარმატებებით იწონებენ თავს. არა და, ნელ-ნელა კლებულობს ბიზნეაქტიობა. შემცირებულია ვაჭრობა ყველა სფეროში, უძრავი ქონებაიქნება ეს, ტანსაცმელი თუ ტექნიკა. მალე ეს პროცესი სამუშაო ადგილების შემცირებაში გადიზრდება.

-საუბარია ეროვნული ბანკის მიერ თითქოსდა ერთი მილიარდი ლარის ოდენობის რეფინანსირების სესხის გაცემის შესახებ. რამდენად სწორია ეს და თუ არის, რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს მას?
ამ თემით განსაკუთრებით სახელისუფლებო " ექსპერტები" აქტიურობენ, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად იღებენ გასამრჯელოს სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობით. 
რეფინანსირების სესხები არის ერთკვირიანი. 700 მილიონი ლარი იყო გაცემული დღემდე. ბანკები ფულს ხუთშაბათს აბრუნებენ და უკანვე გააქვთ. გამოდის, იმ დღეს ეროვნულმა ბანკმა ასეულობით მილიონი კი გასცა, მაგრამ სინამდვილეში დაბრუნებული ფული ჩააბრუნა ანუ ფულის მასის ზრდა იყო ნულის ტოლი. 
რაც შეეხება ამ ხუთშაბათს, 2 აპრილს გაცემულ სესხს, მართლაც დამატებით გაიცა 265 მილიონი ლარი, რის შემდეგადაც მოკლევადიანი სესხების ოდენობამ 965 მილიონ ლარს მიაღწია. 
მილიარდის თემა დემაგოგიური ინტერპრეტაციის შედეგია. 
-კარგია თუ ცუდი ამ პირობებში სესხის ზრდა? თუნდაც ლართან დაკავშირებით, რა გავლენის მოხდენა შეუძლია მას?                                                                                                                                       - ეს არის ცუდი. მოკლევადიან რყევებზე ნაკლებად ახდენს იგი გავლენას, მაგრამ ჩვენს დღევანდელ მდგომარეობაში, მთლიანობაში იგი ხელს უწყობს არაჯანსაღ პროცესებს.
იბადება კითხვა: რატომ არ იღებს მთავრობა ხმას? ვინმე დაასწრებდა ეროვნული ბანკის კრიტიკას? იმიტომ, რომ ეს კეთდება სწორედ მთავრობის „ხათრით“. წელს მთავრობა, ისევე როგორც შარშან 600 მილიონი ლარის ოდენობის ვალს იღებს კომერციული ბანკებიდან ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინსნსებლად. ამ გზით აღებული შიდა ვალი წლის ბოლოს 2 მილიარდ ლარს მიაღწევს. 
კომერციული ბანკები გულუხვად აკრედიტებენ მთავრობას ამ უკანასკნელისათვის მისაღები სარგებლით, ხოლო როცა მოკლევადიანი ლიკვიდობის პრობლემა წარმოეშვებათ, მიდიან ეროვნულ ბანკში და ისიც იძულებულია გასცეს სესხი. წინააღმდეგ შემთხვევსში-კოლაფსი, ან მთავრობის სახაზინო ვალდებულებების შეძენაზე უარის თქმა და ფულის შემონახვა კლიენტურის მიმდინარე მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ეს კი სახაზინო ვალდებულებების განუთავსებლობის ტოლფასია. ან პროცენტი ისეთი მაღალი იქნება, რომ ყოველგვარ ხალისს დაუკარგავს მას, ვისაც ბიუჯეტის დეფიციტის ზრდას შეეჩვია.
თავი და თავი ბიუჯეტის დეფიციტია, რომელსაც იაფად აბალანსებს მთავრობა კომერციული ბანკების მეშვეობით და ეროვნული ბანკის ხელშეწყობით. ეს ირიბად ეროვნული ბანკის მიერ ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების ტოლფასია.
საბოლოოდ ზარალდება ყველა, პირველ რიგში კი ბიზნესი, იმის გამო, რომ ბანკების მიერ გაცემული სესხების თითქმის 13-14 პროცენტი მიმდინარე წლის ბოლოსათვის ბიუჯეტის მიერ იქნება წაღებული. კრედიტები მათთვის ძვირი და ხელმიუწვდომელი ხდება. ბანკებსაც რა ენაღვლებათ. იპოვეს მეწველი ძროხა მთავრობის სახით. წელს სახაზინო ვალდებულებებიდან ანუ ბიუჯეტიდან საპროცენტო შემოსავალის სახით დაახლოებით 80 მილიონ ლარს მიიღებენ.

-ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ მოკლევადიან რეფინანსირების სესხები არ ახდენენ გავლენას ლარის კურსზე.    

- არ არის სწორი. ერთია, როცა იგი ერთჯერადია, და მეორე, როდესაც მრავალგზის განმეორებადია და რაღაც ოდენობა ნარჩუნდება თვეების განმავლობაში. ერთი წლის წინ ასეთი ნაშთი 350 მილიონი ლარი იყო, ახლა 700 მილიონი ლარია. ეს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი რომ არ იყოს, მაშინ არც ექნებოდა აზრი რეფინანსირების სესხების საპროცენტო განაკვეთის გადიდებას ან შემცირებას. ახლახან ეროვნულმა ბანკმა 3,5 პროცენტიდან 4.5 პროცენტამდე გააძვირა ეს განაკვეთი. რამდენიმე წლის წინათ 11 პროცენტიც კი იყო. მაღალი განაკვეთი იმას ნიშნავს, რომ ბანკებს დაუკარგო სურვილი სესხის აღების, ანუ გაუძვირო ფული, რითაც გავლენას ახდენ მიმოქცევაში არსებულ ფულის მასაზე. ან თუ ისესხებს ძვირად, მაშინ თავის მხრივ ძვირად მოუწევს სესხების გაცემა ბიზნესზე, რაც ისევ სესხების მოცულობის შეზღუდვას იწვევს. საბანკო კრედიტების მოცულობა ბოლო პერიოდში დიდი ტემპით იზრდება, რაც ლარის დევალვაციისა და ინფლაციის რისკებს ზრდის. ამიტომ ამ მასშტაბით რეფინანსირების სესხების ზრდა გაუმართლებელია. თანაც ეროვნული ბანკიდაბ ფულის სესხება თითქმის ორჯერ იაფია, ვიდრე სახაზინო ვალდებულებების გზით მთავრობისთვის მისესხება, რაც მუდმივად სასურველს ხდის კომერციული ბანკებისათვის ეროვნული ბანკიდან ალ სახოს სესხების აღებას.

-მთავრობა აცხადებს, პირველი კვარტლის ბიუჯეტი პროფიციტულიაო. რამდენად სწორია ეს და თუ პროფიციტულია, რად უნდათ ზედმეტი შიდა ვალის აღება?
-
ეს ტყუილია და ცნებებით მანიპულირება. პირიქით, ბიუჯეტის დეფიციტი პირველ კვარტალში არის დაახლოებით 15 პროცენტი.  ბიუჯეტის შემოსავლებში 350 მილიონ ლარზე მეტი მიღებულია დეფიციტის დაფინანსების ისეთი წყაროებიდან, როგორიცაა გრანტები, უცხოური და საშინაო კრედიტები. თუ პროფიციტში იმას გულისხმობენ, რომ შემოვიდა მეტი, ვიდრე დახარჯეს, მაშინ იბადება კითხვა: რატომ აიღეს საკმაოდ მაღალპროცენტიანი შიდა ვალი? იმისთვის, რომ ნაშთები გაეზარდათ და პროცენტები ეხადათ? 
შემოსავლების ხარჯებზე გადაჭარბება ამ უკანასკნელის გეგმის შეუსრულებლობასაც ნიშნავს.   პირველ კვარტალში მართლაც გაიზარდა ბიუჯეტის შემოსავლები, მაგრამ ეს არ არის რეალური ეკონომიკური ზრდის შედეგი. იგი გამოწვეულია ლარის დევალვაციის შედეგად იმპორტულ საქონელზე დარიცხული გადასახადების ზრდით, პირველ რიგში დამატებული ღირებულების გადასახადის სახით.   ლარის დასტაბილურება ბიუჯეტის დეფიციტის რეალურ შემცირებაზეცაა დამოკიდებული და დროა ბიუჯეტის კორექტირებაზე იფიქრონ.

 

 

ავტორი: . .