დღეს, 20 აპრილს, ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტის", ტარიელ ონიანის სასამართლო პროცესი განახლდება. 6 აპრილს გამართული სასამართლო პროცესის გადადება, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, საქმის მასალების გაცნობის მოტივით განსასჯელის ადვოკატმა ითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ ონიანის საქმეს ხამოვნიჩის სასამართლო იხილავს. ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ადგილობრივი ბიზნესმენის ფულის გამოძალვის მიზნით გატაცებაშია ეჭვმიტანილი.
რუსეთის სამართალდამცავ ორგანოების ინფორმაციით, ტარიელ ონიანმა და მისმა რამდენიმე თანამზრახველმა მოსკოველი ბიზნესმენი 2009 წლის 18 მარტს გაიტაცეს.