პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიაში უმრავლესობის ქვოტით წარმოდგენილ ეკა ხერხეულიძეს უფლებამოსილება 3 თვით გაუხანგრძლივდება.
ხერხეულიძისათვის უფლებამოსილების გაგრძელების საკითხი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გია არსენიშვილმა დააყენა.
გია არსენიშვილის განმარტებით, უდოს კომისიაში მუშაობის სამთვიანი ვადა ძალიან მცირეა და პარლამენტს აღნიშნული საკითხის გადახედვისაკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ უდოს კომისიის დაკომპლექტების ახალი წესი ერთი წლის წინ ამოქმედდა, რომლის თანახმად კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა თითო წევრით არის წარმოდგენილი. კომისიის წევრები, სამთვიანი ვადით ინიშნებიან და როტაციის წესით იცვლებიან.