დონბასი ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინშია. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურმა აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ერთი ჰუმანიტარული კოლონა გაგზავნა. ამჯერად დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობა 1,6 ათას ტონა ტვირთს, სასურსათო პროდუქტებსა და მედიკამენტებს მიიღებს.