ქართული მხარე იერუსალიმში შოთა რუსთაველის ბერიელიფის დაზიანებაში დამნაშავეების გამოვლენას და დასჯას ითხოვს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ აღნიშნა, შორთა რუსთაველის ბარიელიფის დაზიანებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელის საგრეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო ნოტა უკვე გაგზავნა.
ამასთან, სპეციალური წერილები გაეგზავნათ ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს და იერუსალიმს მერს.
"ისრაელის შსს-ს წერილით მივმართეთ და იმედი გამოვთქვით, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დამნაშავეების გამოვლენა და შესაბამისად დასჯა უახლოეს მომავალში მოხდება", - აღნიშნა ჯალაღანიამ.
შეგახსენებთ, რომ ვანდალური აქტი ისრაელში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ჯერჯერობით უცნობმა პირებმა იერუსალიმში მდებარე შოთა რუსთაველის ბიუსტი დააზიანეს. ქართველი პოეტის ბიუსტს თვალები აქვს დაზიანებული. მომხდარ ინციდენტს ადგილობრივი სამართალდამცავები იძიებენ.
აღნიშნული ბიუსტი 2005 წელს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა, მას შემდეგ, რაც ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის უძველესი ფრესკა გადაშალეს.