დღეს, 19 აპრილს, ქსნის №7 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება გაიხსნება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში განუცხადეს, ღონისძიებას საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ციხე ევროპული სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა. ახალი კომპლექსი პატიმართა სამ საცხოვრებელ და ერთ ადმინისტრაციულ კორსპუსს აერთიანებს. საპყრობილე 2 200 პატიმარზეა გათვლილი.
პროექტი შესაბამის პერიმეტრზე რამდენიმე სპორტული მოედნის მოწყობასაც ითვალისწინებს. ქსნის ახალ საპატიმრო დაწესებულებაში განთავსებულია სამედიცინო კაბინეტიც.