ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ერაყში ისტორიულ ძეგლებს ანადგურებენ. ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულში ჯიჰადისტებმა მარ-ბენჰამის კათოლიკური მონასტერი დაანგრიეს. ტაძარი მე-4 საუკუნეში ასურეთის მეფე სანჰაბერის მმართველობის პერიოდშია აგებული. ისლამისტებმა მოსულზე კონტროლი გასული წლის ზაფხულში დაამყარეს და რამდენიმე უნიკალური ისტორიული ძეგლი გაანადგურეს.