წვრთნებში მონაწილე რუსეთის ჯარის ნაწილების რიცხვი 40 ათასიდან 80 ათას ჯარისკაცამდე გაიზარდა, საავიაციო ტექნიკის რაოდენობამ კი 220-ს მიაღწია.
ამის შესახებ რუსეთის არმიის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი იუწყება.
16-დან 21 მარტამდე რუსეთში არაგეგმიური საბრძოლო მომზადება მიმდინარეობს, რომლის განმავლობაშიც განსაკუთრებული აქცენტი არქტიკის მოქმედებებზეა გადატანილი.
წვრთნებში კავკასიის ტერიტორიაზე, ბალტიკასა და სახალინზე განთავსებული ჯარის ნაწილებიც არის ჩართული.
ეს რუსეთის არმიის ბრძოლისუნარიანობის შემოწმების მორიგი სერიაა, რომელიც უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნებთან გართულებული ურთიერთობის ფონზე გაიმართა.