გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრების შეწყალება არ იგეგმება. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე აცხადებს, ამის მიზეზი მოახლოებული არჩევნებია.
"არავის მივცემთ სალაპარაკოს, თითქოს შეწყალების მორიგი აქტი ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ განახორციელდა", - აცხადებს თევდორაძე.
მისივე განმარტებით, მსჯავრდებულთა ვადაზე ადრე გათავისუფლების საქმეზე სამუშაოდ კომისია არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, ივნისში შეიკრიბება.
შეგახსენებთ, რომ პატიმართა შეწყალება ბოლოს სააღდგომოდ განხორციელდა.