დღეს, 17 აპრილის, მოქალაქე თამაზ თოლორაიას ოჯახში გამოცხადებული იქნა პოლიცია ოჯახური კონფლიქტის დასარეგულირებლად. თამაზ თოლორაია და მისი შვილი გიორგი თოლორაია ერთმანეთს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცყოფას და იყვნენ აგრესიულები, ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც შს სამინისრო იუწყება პოლიციის თანამშრომლებმა სცადეს სიტუაციის განმუხტვა რა დროსაც მათ წინააღმდეგობა გაუწიეს გიორგი და თამაზ თოლორაიებმა და მათმა მეზობლებმა.
პოლიციასთან შეხლა-შემოხლის დროს პოლიციის უმცროსი ინპექტორის იროდიონ შელიას ტაბელური იარაღიდან მოხდა გასროლა რა დროსაც სამწუხაროდ გარდაიცვალა გიორგი თოლორაიას ერთ-ერთი მეზობელი ნუგზარ მანია.
ამ დროისთვის პოლიციის უმცროსი ინპექტორის იროდიონ შელია დაკავებულია.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა.