დღეს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ინიციატივით, სახალხო დამცველის ოფისში ხათუნა კალმახელიძისა და გიორგი ტუღუშის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშზე იმსჯელეს.
კალამახელიძის თქმით, სამინისტრო მეტი გამჭვირვალობისთვის ომბუდსმენის აპარატთან დიალოგს მომავალშიც განაგრძობს. ხათუნა კალმახელიძემ აღნიშნა, რომ 2009 წლის შემდეგ გარკვეული საკითხები გადაწყვეტილია, ბევრ საკითხთან დაკავშირებით კი შემუშავებულია სამოქმედო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს პენიტენციალურ სისტემაში მეტი პროგრესის მიღწევას.
მინისტრის თქმით, დასავლური სტანდარტების დანერგვის მიზნით გატარებული რეფორმები სახალხო დამცველის 2010 წლის მოხსენებაში აისახება.
თავის მხრივ, გიორგი ტუღუშმა მნიშვნელოვანი უწოდა იმ ფაქტს, რომ ომბუდსმენის ანგარიშში დასახელებულ პრობლემებზე საუბარი მინისტრის ინიციატივით შედგა.