სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ამირან მელქაძემ, გოგა ჩირგაძემ, ბექა გაბედავამ, იოსებ უგულავამ, ტარიელ ჯიშკარიანმა, ვარლამ თოფურიამ, გოჩა უგულავამ და მერაბ ჩხენკელმა მიმდინარე წელს იმერეთის რეგიონში რამდენიმე ბინისა და მაღაზიის გაქურვაში მიიღეს მონაწილეობა.
ამოღებულია მათ მიერ გადამალული სხვადასხვა სახის ნაქურდალი ნივთები: სანადირო თოფები, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო ვაზნები თავისივე მჭიდით და ფ-1 ტიპის ხელყუმბარა.
საგამოძიებო ოპერატიული ჯგუფის მიერ გრძელდება კანონით გათვალსწინებული შესაბამისი ღონისძიებები, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენის მიზნით.
გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო.