ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე დააკავეს ინდივიდუალური მეწარმეები ქ. ზესტაფონში მცხოვრები რევაზ დარდაგანიძე და ქ. ოზურგეთში მცხოვრები თენგიზ კვაჭანტირაძე, რომლებმაც დაამზადეს და გაასაღეს ფიქტიური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ზედნადებები საერთო ჯამში 55 000 ლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა საქონელზე - სამშენებლო მასალებსა და ჯართზე, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
ორივე ეჭვმიტანილი სამართლადამცველებმა მაშინ დააკავეს, როცა ყალბი დოკუმენტების დამზადების სანაცვლოდ 500-500 ლარი აიღეს.
მიმდინარეობს წინსაწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.